დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,ეს მაძანგალა ვითომ ქრისტიანი უკეთურები, დგანან რუსთაველზე და მოითხოვენ ადამიანის დ ა ს ჯ ა ს ! ჯერ ქრისტიანს რომ უწოდებ თავს და ამასოფლის სასჯელს მოითხოვ, რამხელა ფარისეველობა და სიბნელეა, მერე, იცოდეთ, ღმერთი მაგ ხატების იმედად დაგტოვებთ! თქვენ ცოცხალ ღმერთს გამოსახულებები ამჯობინეთ, ხო და ეძიებთ სასწაულებს და სასწაულები არ იქნება, ერთის გარდა, რომელიც თქვენ არ გარგებთ. წმინდა მატრონები იქნება თქვენი ღმერთი, რომელიც არ მოგიტანთ შვებას არასოდეს. თქვენ კერპები ამჯობინეთ უფალს, ხო და აქვე მიიზღავთ თქვენს საზღაურს თვალთმაქცო, შინაგანად ჩახრწნილო ბოროტო ბრბო!
ვინმე ჩემიანი იქ არ გახვიდეთ და ფეხი არ ჩადგათ მაგ სიბინძურეში. სამუდამოდ დაიღუპებით მაგ ავხორცი უკეთურების კბილთა ღრჭენაში!”-წერს მანგო
