რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ფორდი”-სა და “ფოლკცვაგენი”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც “ფორდი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძკინტებს დაეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
წყარო: ინფო რუსთავი
