1-დან 10 იანვრამდე
შესანიშნავი დროა დასვენებისა და განტვირთვისთვის. ნუმეროლოგები გირჩევენ, რომ ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. უმჯობესია, დრო ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. დადებითი ემოციები მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ და არაერთ წარმატებულ დღეს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ 1 და 2 იანვარს რეტროგრადული მერკურის გავლენა იგრძნობა. ამიტომ, ჯობს აღნიშნულ დღეებში ნაცნობ ადგილებში იმოგზაუროთ და დრო მშვიდად გაატაროთ.
1, 10, 19 და 28 იანვარი
აღნიშნულ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ და დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ. მოიკითხეთ, გაისეირნეთ, ისაუბრეთ და დადებითი ემოციები გაუზიარეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ პერიოდებში მათგანაც შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოთ და საჭირო დროს მოტივაცია და შთაგონება იპოვოთ.
2, 11, 20 და 29 იანვარი
განსაზღვრეთ პრიორიტეტები და დააწესეთ პირადი საზღვრები – შეუძლებელია, ყველა ადამიანს ასიამოვნოთ და ყველასთვის იდეალური იყოთ. აღნიშნულ დღეებში კიდევ ერთხელ დაინახავთ, რომ უარის თქმა უნდა ისწავლოთ და ისე მოიქცეთ, როგორც თქვენთვის ხელსაყრელია.
3, 12, 21, 30 იანვარი
აღნიშნულ დღეებში შესაძლოა, გარკვეული ტიპის სევდა, დეპრესია და შფოთვა იგრძნოთ და ხალისიც დაკარგოთ. ნუ ინერვიულებთ, ემოციურად შედარებით რთული პერიოდი მალე გადაივლის და მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ამ დღეებში შესაძლოა, მოულოდნელი სიხარული გეწვიოთ და აღმოაჩინოთ ის იდეა, რომელიც სამომავლოდ განსაკუთრებით გამოგადგებათ.
4, 13, 22 და 31 იანვარი
ამ დღეებში ხელსაქმე, მცენარეების მოვლა განსაკუთრებით სასარგებლოა. თუკი ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მომდევნო პერიოდი განსაკუთრებით მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოჯახისთვის. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით, დახატეთ, რაიმე მოაწესრიგეთ. ამ გზით სამყაროს აჩვენებთ, რომ მასთან კონტაქტი გაქვთ და ისიც უკან სიკეთესა და აღორძინებას დაგიბრუნებთ.
5, 14, 23 იანვარი
დაუთმეთ დღე კომუნიკაციას. თუკი დიდი ხანია, გსურთ ვინმეს ესაუბროთ, საკითხები გაარკვვიოთ, უთანხმოება მოაგვაროთ, აღნიშნული პერიოდები განსაკუთრებით ხელსაყრელია.
6, 15, 24 იანვარი
შესანიშნავი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისათვის. შესთავაზეთ საყვარელ ადამიანს შეხვედრა. გამოუტყდით სიყვარულში და აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია.
7 და 21 იანვარი
დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. ჩაუღრმავდით თქვენს შინაგან შიშებსა და ეჭვებს. იყავით გულწრფელი, იფიქრეთ სამომავლო მიზნებზე და იმაზეც, თუ რა განიჭებთ ბედნიერებასა და სიხარულს. შემდეგ კი შეეცადეთ, გააკეთოთ ის, რაც განსაკუთრებით გსიამოვნებთ.
8, 17, 25, 26 იანვარი
აღნიშნულ დღეებში მომატებულ ენერგიას იგრძნობთ. ამიტომაც, ეს პერიოდი შრომას დაუთმეთ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები და წამოიწყეთ ახალი პროექტებიც.
9, 11, 18, 27 იანვარი
დრო ჰობის დაუთმეთ და გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ჰობი სამომავლოდ თქვენი ძირითადი საქმე გახდება, მნიშვნელოვან წარმატებასა და შემოსავალს მოგიტანთ.
19 იანვარი
ეს დღე ყველა ახალი საქმის, ცოდნის მიღებისა და აღმოჩენებისთვის საუკეთესოა. ამიტომაც, შანსი გამოიყენეთ და დაგეგმეთ სიახლეები.
