რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს არ ცვლის. ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია პანდემიურ ვითარებაზე და ამასთანავე, “ქართული მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.”
“რაც შეეხება ავიამიმოსვლის აღდგენას, გარდა ცნობილი შეზღუდვებისა, რომელიც COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, კვლავინდებურად ძალაშია რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება №287 «დანაშაულებრივი და სხვა სახის წინააღმდეგობებისგან რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ცალკეული ზომების თაობაზე”, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ქართველი რადიკალების პროვოკაციებთან დაკავშირებით გამოიცა. ამ განკარგულების გაუქმების პირობები არაერთხელ გაჟღერებულა რუსეთის ოფიციალური პირების მიერ და უცვლელია” – განაცხადა დიპლომატმა.
ადრე რუდენკოს უკვე განუცხადებია, რომ ავიამომისვლის აღდგენის პირობად რუსეთი “საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას, რუსოფობული კამპანიის შეწყვეტას, რუსი ტურისტებისთვის ნებისმიერი საფრთხეების აღმოფხვრას” აყენებს. «ჯერ-ჯერობით ეს პირობები არ შესრულებულა”, – აცხადებდა რუსი დიპლომატი.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გასული წლის 8 ივლისს, სახელმწიფო სათათბიროს “კომუნისტ” დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენების გამო შეწყვიტა.