სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ძაღლზე მოძალადე მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა, დაცვის მხარე არ ეთანხმება.
ბრალდებულის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. თვითონ დაკავებული ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,” – აცხადებს ადვოკატი.