ჯანდაცვის ექპერტმა ვატო სურგულაძემ “მთავარ არხთან” ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსზე ისაუბრა და განაცხადა, რომდაფიქსირდა ლეტალური შემთხვევა.
“არავითარი ინფორმაცია, არაფერზე არ დევს. არც სტატისტიკური, არც სეზონურ გრიპზე, არც, რა თქმა უნდა, კოვიდის ახალ შტამზე. გვაქვს უკვე ლეტალური შემთხვევებიც, მე ვიცი, 43 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, ზუსტად კოვიდით, დამძიმებული ანამნეზი იყო, გვარს და სახელს არ დავასახელებ. ვერც სტატისტიკას ვერ ვპოულობ”, – განაცხადა სურგულაძემ.