ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც სამების ტაძარში წმინდა მატროსას ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
“ალტინფოელებზე, სტალინისტებზე და ფანატიკოსებზე არაფრით უკეთესები კი არა და უარესები ხართ ის “შუაშისტები”, ვითომ ღმერთი რომ გწამთ, სტალინი რო არ გევასებათ, იმასაც რო აღიარებთ რომ მისი ადგილი ტაძარში არ არის, “მონანიებაზე” ტრენდულად რო ანძრევთ და თან ნატა ფერაძეს რო ამუნათებთ ვულგარულობისთვის!
რატომ ხართ უარესები?! იმიტომ რომ სწორედ თქვენნაირების დამსახურებაა იგივე ალტინფო ამდენს რომ ბედავს! მიდით, იმორალისტეთ, იფილოსოფოსეთ, იპროფესორეთ და აშრიალეთ მეორადი პეროები, არც სუფრასთან მიმსხდრებს იმის გარკვევა დაგავიწყდეთ ტორტი სამარხვოა თუ არა, მოკლედ რაც გინდათ ქენით, ოღონდ ვისაც რამის გაკეთების ტრაკი აქვს და არა თქვენსავით ათამაშებს, თავი დაანებეთ! ფარისევლებო!”– წერს ირინა სარიშვილი.