” შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებული ,,დისკუსია”, ხატების წაბილწვასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც ვერც სახელმწიფოს და ვერც საზოგადოების მხრიდან ვერ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე”– წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, “უშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი და აქტივისტი.”
ბოჟაძის თქმით, უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის.
,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბოლშევიკური მეთოდებით ებრძოდა დედა ეკლესიას(გლდანში და ფერიას მთაზე ეკლესიების დანგრევა) და 2012 წლის მერე კი ოპოზიციიდან, საკუთარი განაყოფებით(ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე), მართვადი მედიის(მთავარი, ფორმულა, ტვ პირველი), სამოქალაქო სექტორის ნაწილით, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებით, ვითომ პოეტებით, ვითომ მწერლებით, ვითომ ხელოვანებით, ვითომ ინტელექტუალებით, თითქოს ლიბერალებით და ამ დროს ნამდვილი ჩეკისტების, ბოლშევიკების ხელით აგრძელებს ჩვენი რწმენის და ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას.
შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებული ,,დისკუსია”, ხატების წაბილწვასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც ვერც სახელმწიფოს და ვერც საზოგადოების მხრიდან ვერ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის, ასეთ კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს.“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, 9 იანვარს ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
დღეს, 10 იანვარს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები, პროტესტის ნიშნად, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.