“ილოცეთ კერპებზე…ქრისტე ისედაც გაგდებული გყავთ ტაძრებიდან” – ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სტალინის ხატზე წერს:
“აი, ნამდვილად ვერ ვიგებ რაზე ვდავობთ? ერთმნიშვნელოვნად – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას ქრისტესთან უფრო ნაკლები კავშირი აქვს ვიდრე რუსეთთან. სკანდალი იმაზე არ ატეხილა, რომ თვით რუსული წყაროებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრები რუსეთს გადასცეს და ამის შემდეგ გაკრიჭეს პატრიარქის ტიტულიც. არც იმაზე, მოსაყდრე რომ რუსეთმა დანიშნა, და არც სხვა უამრავ რამეზე – ნაკურთხ ბომბებზეც კი. ანუ ამ ყველაფერს შეგუებული ერი ცალკე და ცალკე ის რომ ასეთ ვითარებაში პუტინის პორტრეტები რომ არ კიდია ტაძრებში მადლობა თქვით. თუმცა თავიანთ “უსადბაში” რას დაკიდებენ მათი საქმეა. და რომ მათი საქმეა ამაზე კურთხევა ჩვენ გვაქვს მიცემული – იმდენი რამე გავუტარეთ. პრობლემა ის არის რომ 1 კვირაში მაქსიმუმ ეს საკითხი, რაზეც ახლა ვჟრიამულობთ, არავის გაახსენდება და არავინ იდარდებს.
მე ის მაწუხებს, თავადაც რომ იციან ადამიანების გრძნობებს შეეხნენ და მაინც უტიფრად აწვებიან – ხატი სტალინის არ არის.
კი არაფერი დაგაკლდებათ ვიცი, მაგრამ მაგ თქვენს და სტალინის საკათედრო ტაძარში, ფეხის შემდგმელი არ ვარ. და მაინც რატომ მატრონას ხატი – ვერ ვიგებ. რა დამსახურებისა და სასწაულებისთვის? კიბოს ეგრე ცალკეულ შემთხვევებში ექიმებიც არჩენენ და რა? რომლის წმინდანობაზე გაქვთ ვენები გადაჭრილი? ჰო, სტალინი რომ ეახლა ეგ კიდევ ბლეფია. სტალინმა პროპაგანდა გადასარევად იცოდა და რამენაირად გამოიყენებდა ამას სათავისოდ.
ილოცეთ კერპებზე, სხვას მაინც არასოდეს გეუბნებოდათ გული. ქრისტე ისედაც გაგდებული გყავთ ტაძრებიდან”
