ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრანც ბეკენბაუერი, იგივე კაიზერი, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ფეხბურთს 6 წლიდან თამაშობდა, 1959 წელს 14 წლის ასაკში გადავიდა მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდში, იქვე გააგრძელა პროფესიონალური კარიერა და 1964-1977 წლებში კლუბის მაისურით 427 თამაში ჩაატარა. თავდაპირველად თამაშობდა ნახევარმცველის, ხოლო კარიერის დიდი ნაწილი ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
პირველი თამაში ეროვნული ნაკრების მაისურით 1965 წელს ჩაატარა. 1977 წლის ჩათვლით მონაწილეობა მიიღო 103 მატჩში. არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ გახდა მწვრთნელი. სხვადასხვა წლებში წვრთნიდა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს და მიუნხენის ბაიერნს.
