ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისჯანმრთელობისმდგომარეობაზე საუბრობს.
“თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ, ე.ი. არ მოვკვდი ეს რა იყო, ღმერთო…
ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე დღე. ასეთი საშინელი ვირუსი მართლა არ მქონია.
იწყება გულ-მკერდის სიმძიმით, მერე ხველება და მერე ითიშები უბრალოდ. სიცხე,ბუნდოვანი მხედველობა, კუნთების და სახსრების ტეხვა ,
ვერ გრძნობ საკუთარ თავს და ასე შემდეგ.მგონი ვბრუნდები ნელ-ნელა…ფრთხილად იყავით,ხალხო.მართლა საშინელებაა.ჯანმრთელობა ყველას”, – წერს მაკა რაზმაძე.