ბოლნისის სოფელ ბალახაურში, სადაც ავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ მოზარდს, გადაჭარბებული სიჩქარით
მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ცნობით, მძიმედ დაშავდა ერთ-ერთი მოზარდის დედა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა
მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ძმები არიან, თუმცა მედიაშიი გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ძმები არ იყვნენ.