წუხელ, გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა.
მომხდარის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი ვერსიით ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელი შეუშალეს, უკან გზაზე გადმოსვლისას “მერსედესის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. შსს-მ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, გამოკითხულია ავტომობილის მძღოლიც.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი გურამ არუთინაშვილი პირველი იყო, ვინც შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და ადგილიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გარდაცვლილი ჩანს. ” გოგო მტკვრის სანაპიროზე გადარბოდა, მანქანამ დაარტყა და გარდაიცვალა…“ – წერდა არუთინაშვილი, თუმცა ადგილზე ყოფნისას მომხდარის შესახებ გაცილებით მეტი შეიტყო, რაზეც Ambebi.ge-სთან ისაუბრა.