ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა პროფესორ გიორგი ფხაკაძეს მიმართავს:
“ბატონო გიორგი, ძალით ტესტირება ჯანმრთელ ბავშვებს გაუკეთეთ, როცა საკუთარი შვილები გეყოლებათ! პირბადე საერთოდ არ ამიკრია ჩემს შვილებზე და არც ვაპირებ იმუნიტეტი დავუქვეითო, რომ გაბერილ სტატისტიკაში მოხვდნენ!!“.
მისი აზრით ბავშვებისთის უკეთესია სუფთა ჰაერი და ჯანმრთელი ცხოვრება და არა “აკრული სასუნთქი გზები”.
„საკმაოდ ლოგიკურად ვმსჯელობ, რომ ერთ წელიწადში დამენახა რეალური სურათი, რა უფრო იცავს ჩემს შვილებს! აკრული სასუნთქი გზები, თუ სუფთა ჰაერი და ჯანმრთელი ცხოვრება! თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თქვენს ზრახვებზე იგივეს ვერ ვგრძნობ, სამწუხაროდ!” – წერს ხატია სიჭინავა.