Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაძვირდება თუ არა პური

December 29, 2023
გაძვირდება თუ არა პური

“საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის ფასზე არ იმოქმედებს.

როგორც დოლიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ წყლის ტარიფის გაზრდის პარალელურად, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება და ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს.

“არანაირად არ დააწვება [პურის ფასს], რადგან მოგვიანებით გავიგეთ, რომ ელექტროენერგიაზე ფასმა დაიკლო. ეს ერთმანეთს აბალანსებს და [შესაბამისად,] არ აისახება პურის ფასზე”, – განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება – კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. კერძოდ, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. დადგენილი ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

როგორც სემეკის სხდომაზე დაამტკიცეს, 1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. უფრო კონკრეტულად, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთიდან საქართველოში $425 000-ის უკანონოდ გადმოტანა სცადეს – რუსეთის საბაჟო სამსახური
  • “საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის იარაღად დიდი ხანია რაც გააქცეულია”- სალომე ზურაბიშვილი
  • “ქვეყანა გადასულია რეპრესიულ რეჟიმზე, სადაც არავინ არის დაცული”- სალომე ზურაბიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge