პრაღაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
დადასტურდა, რომ დავიდ კოზაკმა პრაღაში მასობრივ თავდასხმამდე, კლანოვიცეს ტყეპარკში 32 წლის მამაკაცი 2 თვის შვილთან ერთად მოკლა.
კლანოვიცეს ტყეში მომხდარ მკვლელობასა და უნივერსიტეტზე თავდასხმას შორის 6-დღიანი შუალედია. პრაღის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პირველი დანაშაულის ჩადენის შემდეგ 24 წლის თავდამსხმელი ეჭვმიტანილებს შორის იყო და გამომძიებლებს მის დაკავებამდე მცირედი დააკლდათ. დადასტურებული იყო, რომ დევიდ კოზაკი მკვლელობის დღეს კლანოვიცეს ტყეპარკის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და იგეგმებოდა მისი გამოკითხვაც, თუმცა, მასზე თვალთვალი და მოსმენა არ ხორციელდებოდა.
21 დეკემბერს, შუადღის შემდეგ, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ჰოსტუნიდან წავიდა პრაღაში და თავის მოკვლას აპირებდა. რამდენიმე წუთში შეიტყვეს, რომ ეჭვმიტანილის მამა ჰუსტონში კოზაკის მისამართზე მოკლული იპოვეს. გამოცხადდა ძებნა და პოლიციამ გადაწყვიტა შეემოწმებინათ უნივერსიტეტის ის შენობა, სადაც 24 წლის თავდამსხმელს იმ დღეს ლექცია უნდა ჩატარდებოდა. როცა სპეცრაზმი ჩელეტნას ქუჩაზე ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობას ცლიდა, ამ დროს იან პალაჩის მოედანზე კოზაკმა სტუდენტებს და პროფესორებს ცეცხლი გაუხსნა.
სროლა 21 წუთს განმავლობაში გაგრძელდა. თავდამსხმელმა, რომელსაც შენობაში 12 დასახელების იარაღი ქონდა შეტანილი, პოლიციის ალყაში მოხვედრის შემდეგ თავი მოიკლა.
24 წლის მამაკაცმა 21 დეკემბერს პრაღის უნივერსიტეტში მასობრივი თავდასხმა მოაწყო, 14 ადამიანი მოკლა, 27 დაჭრა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა.