აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მეგრელებო, ყველაზე მოწესრიგებულო და ერთიანო ხალხო. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის უამრავი სამართლიანი შექება საჯაროდ და დღემდე ვრჩები ამ აზრზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ყველას საზრუნავია და ასეც ვიქცევით, თუმცა უნდა იცოდეთ მეგრელებმა, რომ ეს მეგრელი ბიჭია, ჩვენი თემო. ჩემთვის, საქართველოში ყველაზე სუფთა და ერთიანი მხარე ხართ და სწორედ ამიტომ, ყველა თქვენგანს მოგმართავთ; ახლა ძალიან საჭიროა თქვენი ერთობის ჩვენება. მარტვილელ ბიჭს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა, წამებზე და წუთებზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. როგორც გჩვევიათ, დაურეკეთ ერთმანეთს, შეკარით ერთი ძალა და მოუგროვეთ თანხა თემოს. “სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ ვარ მეც.” – ქრისტე. აჩვენეთ თქვენი სამაგალითო ერთიანობა, ყველამ გადაუზიარეთ ერთმანეთს ეს პოსტი და ერთად გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. მიყვარხართ და მწამს, რომ ჩემი ხმა არ დაგრჩებათ შეუმჩნეველად. ოჯახის ანგარიშის ნომრები კომენტარებშია. წინასწარ მადლობა”