TRT Haber-ის ცნობით, თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, “ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა. ავტოავარიაში 7 ავტომობილი მოყვა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.