მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:
“მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო. ვერც ავადმყოფობა. ამასწინ, საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც და ზურგიდან ძალიან ჰგავდა. მაშინ ვინატრე, ნეტავ ასე მაინც ყოფილიყო-მეთქი და ერთად გვევლო ანალიზებზე, გადასხმებზე და მაგგვარ ამბებზე. გვევლო და გველაპარაკა. სულ ცოტა ხნით რომ ჩავდიოდი შინ, მეუბნებოდა, თხილს რომ ვკრეფ და ბალახს ვცელავ, შენთვის სათქმელს ვაგროვებ და ახლა თლა მავიწყდებაო. ჰოდა, ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები. სად წავიდნენ? რომელი თხილის ძირში ვეძებო ახლა?
პოტის კომენტარებში, გიორგი კეკელიძე წერს:
მამაჩემი, ხვალისწორს – 2015 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა, ზუსტად ორ დღეში გარდაიცვალა ბებიაც. ამის შემდეგ საახალწლო დღეები ამ ფიქრით უფროა სავსე, ვიდრე ზეიმით, მაგრამ ვცდილობ სხვას არ გადავდო ეს განცდა – ადამიანად ყოფნის ერთი ნიშანიც ხომ ეგაა, გაუმკლავდეს საკუთარ თავს სხვისთვის გაუმხელლად – წერს გიორგი კეკელიძე.