მომღერალ სოფო ნიჟარაძის თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში საახალწლო კონცერტზე მონაწილეობაზე დათანხმდებოდა.
“არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ, მარტივი მიზეზის გამო. არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბისგან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზეც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი” – განუცხადა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ “მთავარ არხს”.
