რუსთავში ოჯახის ხუთმა წევრმა CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო. მოწამლულებს შორის არასრულწლოვანიც იყო.
ხუთივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება, სავარაუდოდ, გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.