ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში დღეს, 12 მარტს, გამთენიისას მეწყერი გააქტიურდა. არსებული ინფორმაციით, მეწყრული მასები ჩამოწვა დასახლებულ ადგილსა და გზის სავალ ნაწილზე – აღნიშნულთან დაკავშირებით “მეტრონომი” “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, მეწყრული პროცესი საკმაოდ დიდია და მიდის ახლა დაკვირვება.
“მე რამდენადაც ვიცი გეოლოგების ძალიან ძლიერი ჯგუფი არის ჩასული ადგილზე და აკვირდებიან ყველაფერს, მიდის ძალიან დეტალური აღრიცხვები სპეციალისტების მხრიდან, ის რომ მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ დაინახეს საფრთხე.
5 სახლი არის დაზიანებული ძალიან ძლიერად დანარჩენი გაყვანილია ზონიდან, მეწყრული პროცესი საკმაოდ დიდია და მიდის ახლა დაკვირვება.
როდესაც ამდენი ჯგუფი გადის ერთდროულად, ისინი გარშემოც ნახულობენ არის თუ არა საფრთხეები” – განაცხადა ნინო ჩხობაძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებისკენ მიმავალ ცენტრალ გზაზე ნაპრალების გაჩენას ნინო ჩხობაძემ აღნიშნა რომ: დიდი მეწყერია, იქ იყო აღრიცხული ეს მეწყერი და ახლა გააქტიურდა, საფრთხის გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარს კი სპეციალისტები გააკეთებენ.
