პოეტმა ტარიელ ხალხელაურმა „კვირის პალიტრას“ ინტერვიუს მისცა. მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის ტრაგიკულად შვილის, ბექას, დაღუპვისგან გამოწვეული ტკივილის შესახებ.
„ – მადლობა უფალს ყველა ტკივილისათვის, რაც გავიარე. ტკივილი კი არ უნდა დაამძიმო, ლირიკა უნდა შეიტანო. ჩვენ ტკივილი საშინელებად გადავაქციეთ, ის შენთან სამკურნალოდ მოვიდა, საშველად და შენ უფრო უმძაფრებ. მიეცი ტკივილს ცოტა სინათლე, ცოტა სიყვარული და გიმკურნალებს თვითონვე. მე ბექა იქიდან მაძლიერებს. ყოველ საღამოს ხმამაღლა ვესაუბრები და ვიცი, რომ ესმის ჩემი. ბექა რომ ცოცხალი იყო, ვფიქრობდი, მე ისე უნდა მეცხოვრა, ჩემს შვილს მამამისის არ შერცხვენოდა. ახლა? ახლა მე უნდა ჩავაბარო აღსარება ჩემს საფიცარ შვილს, იქ რომ მივალ.
“არ ყოფილიყო მარტოობა, თავად შევქმნიდი, ცაო, დასრულდა ყველა მითი შენი სრულობის… ბებერო მიწა, ამოვდივარ შენი ქერქიდან, ეს მე ვარ, მე ვარ შენი ჟამი მარტოსულობის” – მარტოობა არ ყოფილიყო, მე ვერაფერს შექმნიდი, ვერაფერს დავწერდი. პოეზიაა ჩემი სულის თავშესაფარიც და ჩემი ადგილიც. ის გიცავს მაშინ, როცა სწორად ემსახურები. არასოდეს მითამაშია, არასოდეს. რაც ვარ, ეს ვარ…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.