25 დეკემბერს ქრისტიანთა უმრავლესობა შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
სწორედ ამ დღეის ზეიმობს ქრისტესშობას 10 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია:
კონსტანტინოპოლის
ალექსანდრიის
ანტიოქიის
საბერძნეთის
კვიპროსის
რუმინეთის
ბულგარეთის
ალბანეთის
ჩეხეთ-სლოვაკეთისა
ამერიკის
რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, ისინი ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავენ. ესენია:
იერუსალიმის
რუსეთის
საქართველოს
სერბეთის
პოლონეთის
უკრაინის
ამასთან, გასულ წელს უკრაინის ეკლესიამ უფლება მისცა სამრევლოებს სურვილის შემთხვევაში შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ.
უკრაინის ეკლესიამ უფლება მისცა სამრევლოებს სურვილის შემთხვევაში შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ.
10 ეკლესია უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს “ახალი კალენდარული სტილით” (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს – “ძველი კალენდარული სტილით” (იულიუსის კალენდარი).
ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ ექვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.