Saturday, November 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

November 14, 2026
„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონფლიქტის ნიადაგზე, ანგარებით, ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მას ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის პროკურორის, მედეა ცირამუას განცხადებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ცდილობდა იარაღის მოშორებას და ის სხვა ქალაქში დააკავეს. მისივე თქმით, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ჩანაწერი მოკლული ქალის პერსონალური მონაცემებითა და მისამართით, რაც დანაშაულის წინასწარ დაგეგმვასა და ჩასაფრებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პროკურორმა აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ასახული პირი ბრალდებულის ოჯახის წევრებმა, ცოლმა და შვილმაც ამოიცნეს.

სასამართლო სხდომაზე გია ძლიერიშვილმა მხოლოდ ერთი კომენტარი გააკეთა და პროკურორის სწორედ ამ განცხადებას უპასუხა:

„ჩემი მეუღლე თითქმის ვერ ხედავს. ჩემს შვილსაც, მინუს რამდენი აქვს თვალებში… არ ვიცი, ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას“, – განაცხადა ბრალდებულმა.
მოსამართლის კითხვაზე – „მაშ, რა მოხდა?“, ბრალდებულის ადვოკატმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა მრავალწლიანი დავა საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ბინის გამო, რომელიც მოკლულმა ცოლ-ქმარმა 2018 წელს აუქციონზე შეიძინა, მანამდე კი ის ბრალდებულის დას ეკუთვნოდა. მკვლელობიდან მეორე დღეს, 12 ნოემბერს, ბინიდან ძლიერიშვილის დის გამოსახლება იყო დაგეგმილი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 იანვარს გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალციხე-ბორჯომის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე
  • ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge