მოქალაქე მარიამ მერებაშვილი სოციალურ ქსელში “ფარმადეპოს” თანამშრომელს ტყუილში ადანაშაულებს.
მერებაშვილი პოსტს “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” აქვეყნებს.
“ძალიან გაცოფებული ვარ…
Pharmadepot ∙ ფარმადეპო აქცია ჰქონდათ 50 ლარიანი შენაძენზე 5 ლარი უკან ბრუნდებოდა . მამაჩემი ხშირად სტუმრობს ძირითადად ამ აფთიაქით სარგებლობს და დღესაც შეიძინა 50 ლარის მედიკამენტები, გამოვიდა 50.02 თეთრი , გადაიხადა საპენსიო ბარათით და ამ საპენსიო ლიბერთის ბარათმა -18 თეთრი დააკლო, თანხა გამოვიდა 49,84 თეთრი ამის გამო თურმე 5 ლარიანი ვაუჩერი დაკარგა და მაინტერესებს რატომ არ მიაწოდა ფარმაცევტმაა ინფორმაცია და რატომ მოექცა გულგრილად ამ საკითხს როცა ამ აქციის შესახებ მან თვითონ უთხრა და დაუდასტურა რომ 5 ლარი უკან დაუბრუნდებოდა ??? მეტი ყურადღება და მეტი პატივისცემა მომხმარებლების მიმართ”- წერს მოქალაქე.