ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება/არაღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლა არავის მოუხდენია.
“ეს საკითხი შეჩერდა და მერე უკვე სინოდის სხდომაზე არ განხილულა”. – თქვა მეუფემ “TV პირველთან” სატელეფონო საუბარში.
მეუფე ვახტანგის თქმით, მისი აზრით, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია ეკუთვნის.
“ჩემი თვალსაზრისით, უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი ეკუთვნის. იმიტომ, რომ კიევიდან განათლდა მთელი რუსეთიც და სლავური რასაც. კარგია, რომ მსოფლიო პატრიარქმა ის აღიარა”. – ამბობს მიტროპოლიტი.
ცნობისთვის, 2019 წლის 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
