ტელეწამყვანი და მსახიობი, გიორგი გასვიანი ახლახან დაქორწინდა. მისი მეუღლე და მომავალი ჟურნალისტი, მარიტა მელიქიშვილი იმ განცდებზე და გრძნობებზე საუბრობს, რაც ბოლო დღეებში “დაატყდა თავს”.
“ჯვრისწერის დღე დიდი ბედნიერება იყო. ჯვრისწერამდე, რა თქმა უნდა, იყო ბევრი ნერვიულობა და ღელვა. იმ დღის შემდეგ კი, გიორგის მივეკარი დასვენებული, რომ ეს დღეც ჩავატარეთ. ბედნიერებისა და სიყვარულის შეგრძნება, რაც მანამდე მქონდა გიორგისთან, კიდევ თავიდან გამიახლდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი რამე არ შეცვლილა. გვიყვარს ერთმანეთი და ცოლ-ქმრობას განსაკუთრებულად არ აღვიქვამთ.
მეგობრებთან რომ ვარ წასასვლელი და უცებ რომ ვხვდები, რომ ის საათები გიორგის გარეშე უნდა გავატარო, გადავიფიქრებ ხოლმე. ზუსტად ეს იყო ჩვენი დაოჯახების მიზეზი, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვედგინა.
ბუნება მაქვს ეჭვიანი, გიორგისაც აქვს ეს თვისება, მაგრამ ნაკლებად გაგვჩენია ერთმანეთის მიმართ. გიორგის გადაცემაში ისეთი ფორმატია, რომ ფლირტი იქნება თუ სხვა რამ, ამას შეიძლება ფორმატი მოითხოვდეს. გიორგის ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს, საკუთარ დედას, ამიტომ მის მიმართ არანაირი ეჭვი არ გამჩენია. იმას ვგულისხმობ, რომ დედას ენდობი ყველაზე მეტად ადამიანი. რაც გავთხოვდი, ეს ფუნქცია გიორგიმ შეითავსა. ვიცი, რომ ვუყვარვარ და ამით დამთავრებულია ყველაფერი. არ მაეჭვიანებს და არც მე ვაეჭვიანებ”, – განუცხადა “ფორტუნას” მარიტა მელიქიშვილმა.
წყარო: ფორტუნა