“თუ ამ ფასებს წინააღმდეგობას არ გავუწევთ, რაიმე ფორმით, ნამდვილად გაგვანადგურებენ”– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია.
„მზა კვების სექციაში რაღაცეები ვიყიდე, მათ შორის პიურე, პატარა კონტეინერით. 8 ლარის გამოვიდა. კახური ყველი, ერთი პატარა ნაჭერი – 10 ლარი. აწონვისას იქაურ თანამშრომელსაც შერცხვა, მწვადია თუ პიურეო?! ქართულ პომიდორს ვერც გაეკარებოდი, 12 ლარი ღირს.
ხოდა, თუ ამ ფასებს წინააღმდეგობას არ გავუწევთ, რაიმე ფორმით, ნამდვილად გაგვანადგურებენ. გარწმუნებთ, ევროპაში ორჯერ იაფია ყველაფერი. ხელფასები კი ათჯერ მეტი“ – წერს ილია ჩაჩიბაია.