შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, მან პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა და აღნიშნა, რომ შეიძლება რუსეთის პრეზიდენტმა “ეს გააკეთოს”.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
დღეს ვესაუბრე [პუტინს]… ველაპარაკე უკრაინაზე და ცოტა ირანზე ველაპარაკე. სამ სხვადასხვა რაღაცაზე ვესაუბრე, ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მგონია, რომ შედარებით სწრაფად მოვაგვარებთ.
მგონია, რომ მას სურს მოგვარება და ეს კარგია.
მითხრა, რომ [ირანის მიერ ურანის] გამდიდრებაში ჩართულობა სურს, თუ შეუძლია დაგვეხმაროს [შეთანხმების] მიღწევაში. ვუთხარი, რომ ჯობია უკრაინასთან ომის დასრულებაში იყოს ჩართული. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს… მასაც [პუტინსაც] არ სურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.
გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს…
ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს. ამდენი ადამიანი კვდება დაუჯერებელია,” – განაცხადა ტრამპმა. [შიფრი: Ipn.ge]
