Monday, August 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რომელ 20-ეულს ვიხილავთ პარლამენტში ოპოზიციიდან – “ოცნების” განცხადება

February 3, 2021
რომელ 20-ეულს ვიხილავთ პარლამენტში ოპოზიციიდან – “ოცნების” განცხადება

2 თე­ბერ­ვალს, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სია გა­იხ­სნა, რომ­ლის პირ­ვე­ლი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი 51 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა იყო, რა­ზეც პარ­ლა­მენ­ტმა ამ ეტაპ­ზე უარი თქვა და ეს სა­კი­თხი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით ღიად და­ტო­ვა. ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, მით უფრო მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის გახ­სნი­სა და მან­და­ტე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის თა­ო­ბა­ზე მო­წო­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

“იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ, რო­გორც ჩანს, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას, კვლა­ვაც მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს, თავი შე­ი­კა­ვოს ამ პრო­ცეს­ში ნე­ბის­მი­ე­რი კა­რის ნა­ად­რე­ვად და­ხურ­ვი­სა­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი კა­რის, რო­მე­ლიც, თუკი და­ი­ხუ­რა, სა­მუ­და­მოდ და­ხუ­რუ­ლი დარ­ჩე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ზე უკეთ ის პარ­ლა­მენ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს წარ­მო­ად­გენს. უთან­ხმო­ე­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ სწო­რედ ამ მიზ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა გა­ნაგ­რძოს მუ­შა­ო­ბა”, – გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

ცხა­დია, მეტი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის “ოც­ნე­ბას” პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცია სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ყვე­ლა რე­სურსს იყე­ნებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ პირს ათ­ქმე­ვი­ნოს უარი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და პარ­ლა­მენ­ტში შე­იყ­ვა­ნოს. “ოც­ნე­ბის” პროგ­რა­მა მაქ­სი­მუ­მი 113 დე­პუ­ტა­ტამ­დე მიღ­წე­ვაა, რაც მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბაა, მი­ნი­მუ­მი კი – 100 დე­პუ­ტა­ტია – პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს პარ­ლა­მენ­ტში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”, “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” კვო­ტით 4 და “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” 2 მან­და­ტის ჯა­მით, პარ­ლა­მენ­ტში სულ 96 დე­პუ­ტა­ტია და პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მამ­დე კი­დევ 4 დე­პუ­ტა­ტის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო.

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ “ოც­ნე­ბა” დროს წე­ლავს, ვი­ნა­ი­დან ეძე­ბენ სუს­ტებს, რათა ეგე­ბა მათ­გან ვინ­მე შე­იყ­ვა­ნონ.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თა­ვის მხრივ გა­ნა­ცხა­და:

“გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ 20-მდე დე­პუ­ტატს პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­მოს­ვლა, მაგ­რამ შან­ტა­ჟი­სა და ბუ­ლინ­გის გამო, დღემ­დე ვერ ახერ­ხე­ბენ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ დე­პუ­ტა­ტებს კი­დევ ერთხელ მივ­ცეთ შან­სი და სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა”.

ambebi. ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ არის ის 20-მდე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ვის გად­მო­ბი­რე­ბა­საც “ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს და ვი­საც და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია “აბუ­ლინ­გებს”. “ოც­ნე­ბას­თან” და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­როს თქმით, კო­ბა­ხი­ძის ეს გან­ცხა­დე­ბა რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის.

“გირ­ჩის” 3 წევ­რის გარ­და, ლა­პა­რა­კია, და­ახ­ლო­ე­ბით, კი­დევ 10 ადა­მი­ან­ზე და რამ­დე­ნად გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” სი­ი­დან არის. რო­გორც ვიცი, ყვე­ლა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან “რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი” – ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე და თა­მარ კორ­ძა­ია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი წევ­რის, ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვილ­მა და­გეგ­მა და ამით ყვე­ლას აგ­რძნო­ბი­ნა, – ვინც პარ­ლა­მენ­ტში შევა, ყვე­ლა ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბაო. სამ­ნი­ძე-კორ­ძა­ი­ას გარ­და, დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” სიის მი­ლი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებ­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქოს ეკ­რა­ნებ­ზე მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, ბევ­რი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, მათ პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის არ სჯე­რათ”, – ყვე­ბა ambebi.ge – სთან სან­დო წყა­რო.

მისი თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ მა­ნუ­ჩარ კვირ­კვე­ლია და რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. “სხვა შე­და­რე­ბით მომცრო სამი პარ­ტი­ი­დან თით­ქმის ყვე­ლა­გან მეტ-ნაკ­ლე­ბი სიმ­შვი­დეა, ერ­თა­დერ­თი, ვინც შე­იძ­ლე­ბა ამ სამი პარ­ტი­ი­დან პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” სიით გა­სუ­ლი ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძეა, რო­მელ­მაც ხელ­ფა­სი უკვე აიღო”, – აცხა­დებს ის.

სა­ერ­თო სუ­რათს თუ შევ­ხე­დავთ, ოპო­ზი­ცი­ა­ში აშ­კა­რად დიდი უნ­დობ­ლო­ბაა. “ლე­ლოს” რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის მომ­ხრე­ნი, მაგ­რამ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე ვერ და­ი­თან­ხმეს. ამის შემ­დეგ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი პრო­ცესს სა­ერ­თოდ გა­ე­რი­და, მან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა ამის მი­ზე­ზად, თუმ­ცა მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წრემ კარ­გად იცის, რომ ეს უპირ­ვე­ლე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

“სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს” რაც შე­ე­ხე­ბა, ვა­შა­ძეს ხიჭ­ვი­ვით ჰყავს შერ­ჭო­ბი­ლი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, ახლა თავ­ბედს იწყევ­ლის, რას ჩავ­სვი სი­ა­ში, რაში მჭირ­დე­ბო­დაო. ვა­შა­ძის უკან დიდი ფუ­ლია და იმ დამ­ფი­ნან­სე­ბელს უნდა, რომ ვა­შა­ძე იყოს პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც ვიცი, ოქ­რი­აშ­ვილ­სა და ჩო­ჩელ­საც უნ­დათ შეს­ვლა. რა თქმა უნდა, აწყობთ, პარ­ლა­მენ­ტში ჯდო­მა და იმუ­ნი­ტე­ტის ქონა”, – ამ­ბობს სან­დო წყა­რო.

წყარო: AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს მოხდება წლის ბოლომდე…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
  • როგორი ამინდები გველის აგვისტოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge