ერთი კვირაზე მეტია უშედეგოდ ეძებენ რუმეთში, გემიდან გადავარდნილ ქართველ მეზღვაურს. უჩა მიქელაძე გემიდან გადავარდა და დინებამ გაიტაცა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს მოხდა.
“როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.
“27 ნოემბერს გააფორმა კონტრაქტი ამ კომპანიასთან. 11 დეკემბრამდე მუშაობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი უკრაინისკენ დაიძრნენ. 12-ში კომპანიამ ბათუმის ოფისს, გადასცა ინფორმაცია, მათ კი ჩვენ გამოდგვცეს.
როგორც გავიგეთ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გემბანზე მიმდინარეობდა სამუშო პროცესი. კერძოდ წყლის ამოქაჩვა, მაშინ როდესაც გემი მიდიოდა, ეს არის დაუშვებელი, როგორც ცნობილია. უსფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, როგორც ჩანს. როცა დაძრული გემიდან წყლის ამოქაჩვის სამუშაოებს ასრულებდა ბიჭი ზღვიდან წყალში სწორედ მაშინ გადავარდა. არავინ ყოფილა მეთვალყურე ახლო-მახლო. სანამ შენიშნა ერთმა პირმა, კაპიტანთან ავიდა, სანამ კაპიტანს მოიახსენა, დაგვიანდა ალბათ. კომპანიამ განაცხადა, როცა გემი მობრუნდა, რათა სამაშველო ნავი ჩეშვათ, მიახლოებამდე ვხედვდით, ხელი ჰქონდა აწეული და უეცრად გაგვიქრა თვალთახედვის არედან, ძალიან ჩქარი დინება იყოო.
გამოძიება დაწყებულია. ცდილობენ საქმის გამოძებას, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, რა ღონისძიებები გაატარეს რუმინეთში.
უჩას ჰქონდა ცურვის გამოცდილება, მაგრამ მაინც ახლაბედა იყო ამ საქმისთვის. ვთხოვთ ყველას, დაგვიდგნენ მხარში. საქართველოს მხრიდანაც ჩაერთონ ამ საქმეში მაქსიმალურად შესაბამისი უწყებები.” – აცხადებს დაკარგული მეზღვაურის ბიძა AMBEBI.GE -სთან.
წყარო: AMBEBI.GE