კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო, აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა. ამის გამო, ბევრ პაციენტს ვიზიტორების მიღების უფლება არ გააჩნია.
93 წლის ფრენკ და 86 წლის მანსაკო (ტერი) მარტინეზები, უკვე 63 წელია, რაც დაქორწინებულები არიან. ისინი კორონავირუსით ინფიცირების გამო, წმინდა ელიზაბეტის კლინიკაში, ილინოისის შტატში მკურნალობენ, თუმცა ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო, ისინი შენობის სხვადასხვა მხარეს არიან განთავსებულნი.
ცოლ-ქმრის ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა კლინიკაში იმის შესახებ ახსენა, რომ ფრენკი მეორე მსოფლიო ომის, კორეასა და ვიეტნამის ომების ვეტერანი იყო, ხოლო მას და მის ცოლს ერთმანეთის გარეშე ყოფნა ძალიან უჭირდათ.
აღნიშნული კლინიკის Facebook-ის გვერდზე დაწერილი განცხადებით, მათ კორონავირუსის გლობალური პანდემიის დასაწყისიდან შეამჩნიეს, თუ როგორ მოქმედებს უსაფრთხოების წესები პაციენტებზე, ამიტომ თანამშრომლებმა – ჰანა შლემერმა და კიმ პრესონმა, გამონაკლისის დაშვება შეძლეს. მათ წყვილს პატარა პაემანი მოუწყვეს და ვახშამი მოუმზადეს, „ზუსტად ისე, როგორც ისინი აქამდე, ბევრი წლები აკეთებდნენ“.
ამბის შესახებ, CNN იუწყება.