რუსეთში ძებნა გამოცხადდა 43 წლის ქართველ მამაკაცზე, რომელიც ფოტოები მილიციის თითქმის ყველა განყოფილებას დაეგზავნა. რუსული მედიის ცნობით, საუბარი „კანონიერ ქურდ“ ზურაბ ენდელაძეზე, რომელსაც ყალბი – „მარგველაშვილის“ გვარითაც იცნობენ, კრიმინალურ წრეებში კი ზურა „ქუთაისკის“ სახელით არის ცნობილი.
ის „კანონიერ ქურდად“ 2008 წელს „მონათლეს“. გამოძიების ცნობით, ზურაბ ენდელაძე ჩელიაბინკის ოლქში სრულად აკონტროლებდა კრიმინალურ სამყაროს და ხელქვეითების მეშვეობით, გამოძალვისა და ყაჩაღობისა არაერთ საქმეში ფიგურირებს.
ჩელიაბინკის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე დააპატიმრა ენდელაძის მთავარი მოკავშირე, კრიმინალური „ავტორიტეტი“, ივან იუგაი, მეტსახელად „ვანია რეზანი“.
ქართველ „კანონიერ ქურდს“ კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და მისი ხელმძღვანელობა ედება ბრალად. ის წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, ძირითადად რუსეთის ფედერაციაში. ეს ვიდეოც, მისი ერთ-ერთი დაკავების მომენტს ასახავს.