Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

6 ქუჩა თბილისში, რომელზეც შესაძლოა, ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალოს

December 20, 2023
6 ქუჩა თბილისში, რომელზეც შესაძლოა, ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალოს

თბილისის ტრანსპორტის გენერალური გეგმა უკვე აქვს. 80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია “რამბოლმა”, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

მათ შორის, დოკუმენტში საუბარია, დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვაა რეკომენდირებული. ცალკე თავი სწორედ საფეხმავლო ქუჩების ნაწილს ეთმობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მხოლოდ ქვეითთათვის არის ისეთი ქუჩები, სადაც ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გარეშე”.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ქუჩების უმეტესობა მეტწილად სივრცეს ავტომობილებს უთმობს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მცდელობები, შექმნილიყო მხოლოდ ქვეითთათვის განკუთვნილი ქუჩები. ეს ქუჩები ადამიანებს აძლევს საშუალებას, სრულებით ახლებურად გამოცადონ ქალაქი, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გარეშე. ისინი ასევე წაახალისებენ აქტიურ მობილობას და ქალაქში დაბინძურებისგან თავისუფალ სივრცეებს უზრუნველყოფენ.

იმ ადამიანებისა და ადგილების რაოდენობის გაზრდის მიზნით, რომლებიც ასეთი ქუჩებით სარგებლობენ, ეს ქმედება მიმართულია თბილისში მეტი საფეხმავლო ქუჩების განვითარებაზე. დაახლოებით 800 მეტრი საერთო სიგრძის შემდეგი ქუჩები გამოვლინდა პრიორიტეტულად მოკლევადიან პერიოდში ხელახალი დიზაინისთვის, როგორც ეს ნაჩვენებია რუკაზე:

გუდიაშვილის ქუჩა;
ვაშლოვანის ქუჩა;
ვლადიმერ კანკავას ქუჩა;
მიხაილ ლერმონტოვის ქუჩა (ერთი ნაწილი);
ივანე მაჩაბლის ქუჩა;
მოსაშვილის ქუჩა (აღმოსავლეთ ნაწილი).

გრძელი სიით (ასევე იხ. რუკაზე) წარმოდგენილია პრიორიტეტული ქუჩები საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ახალ საფეხმავლო ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება არსებული საფეხმავლო ქუჩებიდან მიღებული გამოცდილება, რაც დაეხმარება თბილისს ახალი თაობის საფეხმავლო ქუჩების შექმნაში. კერძოდ, ახალი დიზაინი ხელს შეუშლის ავტომობილების უკანონო შესვლას და უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ქუჩაზე არსებული კაფე არ გაცდეს მოქცეულ სივრცეს. ამრიგად, ქვეითებს ყოველთვის ექნებათ თავისუფლად გადაადგილებისთვის საკმარისი სივრცე,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

წყარო – bpn.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge