Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

„ვუყურებდი და ვტკბებოდი” – ნეკა სებისკვერაძე თემურ წიკლაურზე საინტერესო ამბავს იხსენებს

February 2, 2021
„ვუყურებდი და ვტკბებოდი” – ნეკა სებისკვერაძე თემურ წიკლაურზე საინტერესო ამბავს იხსენებს

მომღერალი ნეკა სებისკვერაძე თემურ წიკლაურის შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს, რომელიც საქართველოში მასთან მოგზაურობისას გადახდა თავს.

„…2019 წლის 11 აგვისტოს, დილით, თავისი მანქანით გამომიარა და გავემგზავრეთ იმერეთში, კონცერტი გვქონდა ჭიათურისკენ, თვალუეთში. მთელი გზა ბევრი ვისაუბრეთ მუსიკაზე, ურთიერთობებზე, მისი შემოქედებითი ცხოვრების გამორჩეულ ისტორიებზე, მის მიერ შესრულებულ როლებზე, საოცარი იუმორი ჰქონდა, ბევრიც ვიცინეთ გზაში.  ნიყვის სეზონი იყო და  მითხრა: აქედან ისე ვერ დაგაბრუნებ სახლში, ნიყვი რომ არ გიყიდოო,  გადაწყვიტა, გზად შეგვევლო საჩხერის ბაზარში, ეს ცალკე მოსაყოლია, თუ როგორ შეხვდა იქ მომუშავე პერსონალი თავის საყვარელ მომღერალს, მინდოდა გადამეღო, მაგრამ მომერიდა  ტელეფონის ამოღება, ბევრმა მათგანმა უმღერა მისი სიმღერები, დაასაჩუქრეს და  ბევრი ტკბილი სიტყვა უთხრეს,  ვუყურებდი და ვტკბებოდი, რამხელა სიყვარულს იღებდა და უზიარებდა ადამიანებს. მანქანაში რომ ჩავსხედით მითხრა, აი, ამად ღირს ცხოვრებაო!

მისაბაძი პიროვნება იყო, არ მახსენდება, ვინმეზე აუგი ეთქვას, ყველაში პოზიტივს ხედავდა, ყველაფერს გამართლებას უძებნიდა. უდიდესი პროფესიონალი იყო, უსმენდი და გრძნობდი, რომ ყველა ძარღვი უმღეროდა, მუსიკა იყო მისი არსი! თვალუეთში მისი დანახვა ყველაზე მეტად გაეხარდა მსმენელს, მთელი გულით უმღერა მათ!

მახსოვს, სახლში დაბრუნებულმა ოჯახის წევრებს ვუთხარი, კონცერტმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ამ გასტროლის მთავარი ხიბლი ბატონ თემურთან ერთად მგზავრობა და მასთან გატარებული წუთები იყო-მეთქი… დღეს კი უფრო ძვირფას მოგონებად იქცა ეს დღე…

ნათელში იყოს მისი სული…

ჩემი დიდი სიყვარული ჩემს საყვარელ თემურ წიკლაურს .

ვუსამძიმრებ მის არაჩვეულებრივ ოჯახს…“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო 15 მაისს – ვალუტის კურსი
  • “არავინ გამოხტეს ახლა ძაღლების უფლებადამცველი, 10 წლის ბიჭს სამმა ძაღლმა ხორცები გამოაგლიჯა”- რას წერს მოქალაქე
  • 🎥”არ გრცხვენიათ?…დღეს ვიყურები ფანჯრიდან და ვხედავ, რომ” – რა ინფორმაცია ვრცელდება დიდი დიღმიდან?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge