„ვისარგებლე თაროზე დიპლომივით შემოგდებული ვიზით (ცხრა წელიწადში მეორედ), ყურად ვიღე ამერიკიდან წამოსული სხვადასხვა შემოთავაზება, „ჩანთაში ჩავალაგე“ მთელი ჩემი 35-წლიანი გამოცდილება და ნიუ-იორკში „გავადინე ზღართანი“, – ამბობს იუმორისტი ავთო მარგველაშვილი და საკუთარი ამერიკული ცხოვრების, ნოსტალგიური და ცრემლიან-ღიმილიანი პროექტების შესახებ მოგვითხრობს.
– ავთო, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პირველი თაობის წევრი ხარ, ქართული იუმორის „ჰორიზონტზე“ რომელ წელს გამოჩნდი?
– პირველი შეხვედრა 1988 წელს ვითამაშე, ანუ ქართული „მან-სან-კანის” ერთ-ერთი „ადამი“ გახლავართ.
– და „ევა“?
– სხვათა შორის, იუმორის მაშინდელ სცენაზე „ადამები“ ბევრად ვჭარბობდით „ევებს“. ასევე ვარ 1998 წლის საქართველოს ჩემპიონი (გუნდი „პიკასოს ბიჭები“) და ვიყავი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში. ასევე სხვადასხვა წელს გახლდით საქართველოს ნაკრები გუნდის სცენარისტი – გუნდის, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობდა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.