ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ურთიერთობებზე ისაუბრა
„ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა. ერთ მშვენიერი დილას ვთხოვე, ლევანიკო, რომ გახვალ, ნაგავი გააყოლე-მეთქი და მიპასუხა, ნაგვის გატანა ცუდად მაქვს დაცდილიო… რა თქმა უნდა, მომატყუა, რადგან ეზარებოდა. ასეთი დეტალები გროვდება და მერე ურთიერთობას აფუჭებს…” – თქვა ნანიკომ.
როგორც ცნობილია, ნანიკო ხაზარაძე მეუღლეს, ლევან მათითაშვილს, რამდენიმე თვის წინ დაშორდა, ამის შესახებ კი მან საკუთარ გვერდზე დაწერა:
ვიცი მხოლოდ, ბევრი ვიბრძოლეთ და ვიბრძოლე ამ ყველაფრისთვის არც ახლა ვიცი როდიდან და როგორ არ ვართ ერთად. მხოლოდ ერთი რამე ვიცი ზუსტად, ჩვენი შეხვედრა აუცილებელი იყო, თუ რატომ ეს ორივემ კარგად ვიცით და არ ვიცოდით მაშინ, მხოლოდ ვგრძნობდი მე და ამას სულ ვეუბნებოდი ლევანს, ვეუბნებოდი რომ ის ძალიან შეიცვლებოდა, დავნიძლავდით კიდეც, ალბათ ამიტომაც დავიწყეთ ურთიერთობა დიდი წინაღობის მიუხედავად.
ჩვენ ფოტოც კი არ გვაქვს, სადაც ის ან მე ვკოცნით ერთმანეთს, ან თუნდაც ვეხუტებით. ლევანის მშობლები, მგონი, შარშანწინ გავიცანი… არც ქორწილი, არც არაფერი….. ლევანი დეიდაჩემს და დეიდაშვილებს ახლაც კი არ იცნობს, მართლა უცნაურია. არა და, არა და, არა და… იყო და არა იყო რა, აბა შენ იცით ლევან, კარგი სპეციალისტი ხარ და გააგრძელე ხალხის დახმარება.
ლევან, თეა, წარმატება ახალ საქმეში. აბა მე ვიცი… გუშინ ქუჩაში გოგონა მლანძღავდა და მომაძახა, ამიტომაც გაგექცა ქმარიო. ამიტომ ვწერ, კიდევ რომ არ მომაძახოთ. ამით ვასრულებ წელს და გაურკვევლობას…” – წერდა ნანიკო ხაზარაძე.