Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რა ცვლილებებს გვიმზადებენ პლანეტები საახალწლოდ

December 13, 2023
დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რა ცვლილებებს გვიმზადებენ პლანეტები საახალწლოდ

22 ნო­ემ­ბრი­დან (22 დე­კემ­ბრამ­დე) მზე მშვილ­დო­სან­შია. მშვილ­დო­სა­ნი არის თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის, სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრე­ბის, უცხო­ე­თის, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის სიმ­ბო­ლო და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ეს სფე­რო­ე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. 22-ში მზე ერთი თვით გა­და­ვა თხის რქა­ში. 22 დე­კემ­ბე­რი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე. 7:28-ზე და­ი­წყე­ბა ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა ; ეს არის წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღამე და ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღე. ამ დღი­დან დღე თან­და­თან და­ი­წყებს მა­ტე­ბას. მზის თხის რქა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი. მო­მარ­თუ­ლე­ბი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, გა­მო­ავ­ლე­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მო­უნ­დე­ბათ ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა. და­ი­ცა­ვენ დედ­ლა­ინს.

დე­კემ­ბერ­ში კარ­გი ისაა, რომ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი წლის ბო­ლოს რესტროგ­რა­დუ­ლი სვლი­დან დი­რექ­ტულს უბ­რუნ­დე­ბათ, რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­დი­ან ნეპ­ტუ­ნიც და ქი­რო­ნიც თუმ­ცა, მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად.

პირ­ვე­ლი-23 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მერ­კუ­რი თხის რქა­შია. მისი გავ­ლე­ნით მო­ი­მა­ტებს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ზი, ტარ­დი­ცი­ე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. საქ­მე­ე­ბი შეს­რულ­დე­ბა ზუს­ტად დათ­ქმულ დრო­ში. მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლით (13 დე­კემ­ბრი­დან 4 იან­ვრამ­დე), დაბ­რუნ­დე­ბა მშვილ­დო­სან­ში და მერე ისევ გა­და­ვა თხის რქა­ში 2024 წლის 4 იან­ვარს და დარ­ჩე­ბა 5 თე­ბერ­ვლამ­დე. მშვილ­დოს­ნი­სე­უ­ლი მერ­კუ­რი მო­მარ­თუ­ლია უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა­ზე, ზო­გა­დად, ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ზე, ფი­ლო­სო­ფი­ურ სა­უბ­რებ­ზე, უყ­ვარს მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შეხ­ვდეთ თქვენს მას­წავ­ლე­ბელს, გუ­რუს, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში.

-0:28

ვე­ნე­რა მო­რი­ელშ ი გა­და­ვა 4 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 29-მდე. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მო­ი­მა­ტებს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, შუ­რი­ა­ნო­ბა, ვნე­ბი­ა­ნო­ბა. გრძნო­ბე­ბი გახ­დე­ბა უფრო ძლი­ე­რი და ღრმა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუქ დრა­მას და­ემ­სგავ­სოს. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ პარტნი­ორ­ში მო­ი­მა­ტებს მე­სა­კუთ­რე­ო­ბა; სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს აგ­რე­სი­უ­ლი, მო­რი­ე­ლუ­რად შხა­მი­ა­ნი. ვე­ნე­რა მშვილ­დო­სანს ეს­ტუმ­რე­ბა 29 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 23 იან­ვრამ­დე. მო­ი­მა­ტებს ინ­ტე­რე­სი ლა­მა­ზი, დახ­ვე­წი­ლი ნივ­თე­ბი­სად­მი. მო­გინ­დე­ბათ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნა, ისე­თი ნივ­თე­ბის, რაც თქვენს სტა­ტუსს გა­უს­ვამს ხაზს. კარ­გი იქ­ნე­ბა ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბა, გა­მო­ფე­ნე­ბი­სა და თე­ატ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­ა­ბათ რო­მა­ნი უცხო­ელ­თან. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი და­ა­გე­მოვ­ნოთ ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი.

დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რა ცვლილებებს გვიმზადებენ პლანეტები საახალწლოდ

 

მარ­სი მშვილ­დო­სან­ში იქ­ნე­ბა მთე­ლი დე­კემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში (გა­და­ვი­და 24 ნო­ემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 4 იან­ვრამ­დე). მშვილ­დოს­ნი­სე­უ­ლი მარ­სი არის ცე­ცხლო­ვა­ნი, ენერ­გი­უ­ლი. მო­უნ­დე­ბა ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა, ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­პყრო­ბა. კარ­გი დროა საქ­მე­ე­ბის, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. მი­მარ­თეთ თქვე­ნი ენერ­გია კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ზე.

ნეპ­ტუ­ნი დი­რექ­ტულს სვლას და­უბ­რუნ­დე­ბა 6 დე­კემ­ბერს, ხოლო რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 2024 წლის 2 ივ­ლისს. თუ კირჩხი­ბის ან მო­რი­ე­ლის 25-30 გრა­დუ­სებ­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი საქ­მე­ებს უფრო იო­ლად მო­აგ­ვა­რებთ. შე­და­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევთ მათ, ვი­საც ტყუ­პის, ქალ­წუ­ლის მშვილ­დოს­ნი­სა და თევ­ზე­ბის 25-30 გრა­დუ­სებ­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. თქვენ მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ, რომ არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ. მო­ე­რი­დეთ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას, მათ­რო­ბე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას.

ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 13 დე­კემ­ბერს, 3:32-ზე, მშვილ­დოს­ნის 21 გრა­დუს­ში. მო­ი­მა­ტებს სი­ახ­ლე­ე­ბი უცხო­ეთ­თან, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ მეტი სუ­ლი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ გსურ­დათ გამ­გზავ­რე­ბა მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო დო­კუ­მუნ­ტა­ცი­ას. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მიზ­მი, გან­წყო­ბაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 27 დე­კემ­ბერს 4:34-ზე კირჩხი­ბის მე­ხუ­თე გრა­დუს­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წელი და­ი­წყო სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით კირჩხიბ­ში (2023 წლის 6 იან­ვარს) და სრულ­დე­ბა ისევ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და ისევ კირჩხიბ­ში. ამას­თან, 27-ში იქ­ნე­ბა მე­ცა­მე­ტე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. რო­გორც წესი, თვე­ში ერთი ახალმთვა­რე­ო­ბა და ერთი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაქვს, მაგ­რამ წელს გვქონ­და ლურ­ჯი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა ერთ თვე­ში გვაქვს ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და ასე­თი იყო აგ­ვის­ტო­ში. 27-ში კირჩხიბ­ში ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას. ამ პე­რი­ო­დი­დან ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხი­სად­მი. მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა შინ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მათ­ზე ზრუნ­ვა, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა; ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა, ნა­თე­სა­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. გა­მო­ნა­ხეთ დრო სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მო­აგ­ვა­რეთ და და­ას­რუ­ლეთ ში­ნა­უ­რუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რად­გან 2024 წლის 11 იან­ვარს გვე­ლო­დე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა თხის რქა­ში და ამ დღი­დან სრუ­ლად გა­და­ვარ­დე­ბით კა­რი­ე­რა­ში, ბიზ­ნეს­სა და საქ­მე­ებ­ში და ოჯა­ხის­თვის დრო აღარ დაგ­რჩე­ბათ.

ქი­რო­ნი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა 27 დე­კემ­ბერს. ის, რაც იყო რთუ­ლი და ძნე­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, გახ­დე­ბა იოლი და მარ­ტი­ვად მი­საღ­წე­ვი. უნდა მი­ი­ღოთ ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. ნუ იქ­ნე­ბით ტრი­ვი­ა­ლუ­რი.

და დე­კემ­ბრის ბოლო, ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტი – კუ­რო­ში მყო­ფი იუ­პი­ტე­რი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა 31 დე­კემ­ბერს და სწორ სვლა­ში იქ­ნე­ბა 2024 წლის 9 ოქ­ტომ­ბრამ­დე. თუ უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ფერ­ხე­ბე­ბი გქონ­დათ, ყვე­ლა სირ­თუ­ლე მოგ­ვარ­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა უცხო ენე­ბის შე­სას­წავ­ლად, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად უცხო­ელ საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ან გა­მო­გიჩ­ნდეთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო.

 

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვთანამშრომლობთ აშშ-სთან იმ მიზნით, რომ…“ – რას აცხადებს ისრაელის პრემიერი?
  • როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ცნობები
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge