სილამაზის ეტალონად წოდებული დიზაინერის, მაკა ასათიანის ოჯახის გარშემო საზოგადოების ინტერესი მუდმივად არსებობს. პოპულარული ოჯახის ერთ-ერთი წევრი მარიანა აჩბა მაკას უმცროსი დის, სალომე ასათიანის და ასტამურ აჩბას ერთადერთი ქალიშვილია, რომელსაც მედიაში “აფხაზ პრინცესადაც” მოიხსენიებენ.
მშვენიერი მარიანა წლებია პარიზში ცხოვრობს და სწავლობს. სწავლის პარალელურად მოდელობით არის დაკავებული და ცნობილი ქართველი დიზაინერის – ჯაბა დიასამიძის მუზა და ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.
ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიანა აჩბა “მაგთიკომის” დამფუძნებელ გია ჯოხთაბერიძის ვაჟზე, ირაკლი ჯოხთაბერიძეზე იყო შეყვარებული. წყვილის საერთო ფოტოები მაშინ ქართულ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა.