„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ხვალ, 12 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის, 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ვანის ქუჩიდან შალიკაშვილის ხიდამდე, ერთდროულად 35 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან 13 დეკემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მარშალ გელოვანის ქუჩა N35,52; რობაქიძის ქუჩა N 7; დგებუაძე, ერისთავის, მექანიზაციის, მაიაკოვსკის, დიდუბის და პაიჭაძის ქუჩებს; მტკვრის მარცხენა სანაპირო – კოსმონავტების სანაპირო; ნ.გაფრინდაშვილი, ტრანსპორტისა და ანზორ აბულაშვილის ქუჩებს, წერეთლის გამზირი(სრულად); მირცხულავა, წყალტუბო, ბაღის, სამტრედია, გუდაუთა, სტანისლავსკი, ბაქრაძე, სულიკო კოროშინაძე, ვანი, გოგოლაური და ხოშარაულის ქუჩებს; ხოშარაულის შესახვევი, გრიგოლ გიორგაძე, აგლაძე, კერესელიძე, კედია, გვეტაძის და თემურ ფიფიას ქუჩებს; თევდორე მღვდლის ქუჩის N13-57 (კენტები) და N16-48 (ლუწები); თევდორე მღვდლის II ჩიხი; ცემის, ზუგდიდი, სოხუმი, ევდოშვილი, დ.ყიფიანი, ქუთაისი, ვახუშტი ბაგრატიონის და ფოთის ქუჩები; ბათუმის ქუჩა, ჩიხებით და შესახვევებით; გორი, ვორონინი, თამაზ თოხაძის, იამანიძე, ქურდიანის, სლავა მეტრეველი, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების და ცაბაძის ქუჩებს; წინამძღვრიშვილის ქუჩას N 133-137 (კენტებს), N176-200 (ლუწებს), თამარ მეფის გამზირს N5-31 (კენტებს), ნინოშვილის ქუჩას N61-69 (კენტებს), N66-78(ლუწებს) , აღმაშენებლის გამზირს N142-184 (ლუწებს), N125-197 (კენტებს), საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის და აბასთუმნის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.