Thursday, February 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

December 8, 2023
მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა“ გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს“ უკონკურენტოდ მისცა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტელეკომპანია პერიოდულად მიზანმიმართულად ავრცელებს, დედაქალაქის მერისა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტს. აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა მოიწვია ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია და მათ პრეზენტაციის სახით მიაწოდა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

ამის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და პოტენციური მიმწოდებლების გამოკითხვის გზით, ათეულობით კომპანიას გაეგზავნა ბაზრის კვლევის შედეგები და გამოცხადდა საჯარო ტენდერი.

ავარიული მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლების სამივე ტენდერში გაიმარჯვა „ბიქეი კონსტრაქშენმა”, რომელიც ამ ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო. კონკრეტულად გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერი პირველ ჯერზე ჩავარდა და მხოლოდ მეორედ გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა მონაწილე.

აღნიშნული ტენდერებით, სამწუხაროდ, არცერთი სხვა სამშენებლო კომპანია არ დაინტერესებულა, ვინაიდან ეს პროექტები არის ძალიან ეკონომიური, ხარჯეფექტური და დეველოპერებს არ რჩებათ დიდი მოგება.

ამას ადასტურებს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებდა სამშენებლო სექტორს, ეაქტიურათ, ჩართულიყვნენ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტში (იხილეთ რამდენიმე განცხადება: https://tbilisi.gov.ge/news/14589; https://tbilisi.gov.ge/news/13444;).

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ მაყურებელს და ნუ ეცდებიან, დეზინფორმაციის გავრცელების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება“ – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალშობილის მკვლელობის მცდელობა – უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
  • აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც “საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge