“თუ ძილი – თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება – ოღონდ სხვისი თვალის. როგორც იმ თამაშშია – შენ იხუჭები და ის გადის” – ამის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამიტომაც ის უფროა გამარჯვებული. და შენ ტყუილად ყვირი: გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი! ნუ გეშინიათ სიკვდილის. ოდესმე სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ. მაშინ ვიპოვით ,,დაკარგულ’’ გამარჯვებულებს,“- აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.