გურჯაანის წმ. სამების საკათედრო ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“გარდაიცვალა, ჩვენი ტაძრის წინამძღვრის მღვდელმონაზონ ილია (ჭოველიძის) მამა: პეტრე ჭოველიძე. მრევლის სახელით, სამძიმარს გამოვთქვამთ და ვუთანაგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს. ღმერთმა, დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ. თქვენს ლოცვებში მოიხსენიეთ ახლადშესვენებული მონა ღვთისა პეტრე.
4 დეკემბერს, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, გურჯაანის წმ. სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული. სამშაბათს, საღამოს შესრულდება ლოცვა, ოთხშაბათს დილით წირვა”
