ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ყველას ეშინია, მაგრამ გარდაუვალია, ყველა წავალთ ამ ქვეყნიდან, ასეთია ღვთის ნება და კანონი.
შიში გარდაცვალებისა, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებული დევს ჩვენში, რადგან ჩვენ ყველა უნდა წარვსდგეთ ღვთის წინაშე.
ღმერთის წინაშე, უპირველესად უნდა წარვსდგეთ როგორც ადამიანები და არა, როგორც პროფესიონალები.
თუ პროფესიონალიზმს არ ახლავს მთავარი, ადამიანობა და ადამიანების სიყვარული, მაშინ შენ უარყოფ მთავარს, სამყაროს გამჩენს, ღმერთს, რომელმაც შექმნა ადამიანი
,,ხატად და მსგავსად თვისა”
ღვთის წინაშე უნდა წარსდგე, როგორც ადამიანი.
შენ როგორი პროფესიონალი იყავი, რა დამსახურება გქონდა, რა აღიარება და რა მიღწევები, თუ ეს ადამაინობასთან კავშისში არ იყო, ხალხი რას ამბობდა შენზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საზვერეში გასასვლელად.
თუ შენში ღმერთი არ არის, მაშინ შენში არ არის სინათლე, ნამუსი, სინდისი, ღირსება, სიკეთე, სიყვარული, სიმართლე.
როგორ შეგიძლია, ადამიანს არ იცნობდე, შეხება არ გქონდეს, ლანძღავდე და გძულდეს.
როგორ შეგიძლია ჩაერიო ადამიანის ბედში და ცხოვრებაში, თუ ამ ჩარევას სიკეთე და სიხარული არ მოაქვს.
გეშინოდეთ საკუთარი თავის, საკუთარი ქმედების, საკუთარი ფიქრების.
შენ ღმერთმა მოგცა თავის უფლება, თან გიჩვენა თავისკენ მისასვლელი გზა.
გააბედნიერე ადამიანები და გაიბედნიერე ცხოვრება.
იყავი ნამდვილი ადამიანი.
კუჭს ცოტა საჭმელი ჭირდება, პირის გემოა დამღუპველი.
ხეს ყველა ფოთოლი დასცვივდა.
ველაფერში იპოვი ჭეშმარიტებას თუ გონიერი ხარ.
გავიქეცი, თათბირზე მაგვიანდება.
მთავარი არ არის პროფესიონალიზმი, მთავარი ადამიანების სიყვარულია.
ვცდებოდი, ადრე ასე რომ არ ვფიქრობდი.
გიორგი ჯაჯანიძე“, – აღნიშნულია პოსტში.
