“ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონპროექტი, რადგან სუროგაცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ხშირად, ბავშვები იყიდებიან ხოლმე უცხოელებზე. ეკლესიისთვის სუროგაცია არის ძალიან მიუღებელი. უწმინდესს, პატრიარქ ილია II-ს ბევრჯერ აღუნიშნავს თავის ქადაგებაში, რომ ეს ეკლესიისთვის მიუღებელია. გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო ამ კანონს იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი ჩვენთვის” | განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ. მის კომენტარს ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს.
ოცნებამ გუშინ, 22 ნოემბერს უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ თქვა, ამ საკითხზე აქტიურ კონტაქტში არიან საპატრიარქოსთან და უახლოეს მომავალში შესაბამისი კანონპროექტიც მომზადდება
