ხვალ საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო დაუპირისპირდებიამ.
მატჩის წინ, „საბურთალოს“ გულშემატკივრებმა ჩაწერეს ვიდეო, სადაც ამბობდნენ: „აჭარა აჭარლებს, თასი რჩება თბილისში“.
აღნიშნულმა ტექსტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ვიდეო-რგოლი სოციალურ ქსელში „საბურთალოს“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
მოგვიანებით, კლუბის სოც. მედია მენეჯერმა, გეგა ჯაშმა, ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის.
„ამ ვიდეოს ერთადერთი მოტივი იყო ის, რომ სტადიონზე „საბურთალოს“ ბევრი გულშემატკივარი მოსულიყო… ბოდიშს გიხდით იმ ხალხს, ვინც ცუდად მიიღეთ…“, – ამბობს ის.
.