დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა AMBEBI.GE-ს ინტერვიუ მისცა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
ვარდანაშვილმა აღნიშნა, რომ შემოქმედების მხრივ, ტაიმ-აუტი აიღო და საცხოვრებლად სოფელში გადავიდა, სადაც მეურნეობა მოაწყო.
„ – არა მარტო მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, დედის მხრიდან მეცხრე და მამის მხრიდან მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ. მიუხედავად ამისა, სოფელთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის გვქონდა. არც მამის მხარე და არც დედის, თავის წარმომავლობას არ კარგავდნენ. მუდმივად ინარჩუნებდნენ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს და სოფელთან კავშირს. ამიტომ ზაფხულში ტრადიციულად ჯერ საგარეჯოში ჩავდიოდით, სადაც დედაჩემის დედას მამაპაპისეული კერა ჰქონდა – უძველესი რიკულებიანი სახლი. ბავშვობაში იქ საზაფხულო არდადეგების ნახევარს ვატარებდი.
15 წლის რომ ვიყავი, მამამ თელავის რაიონში, თავის სოფელ ართანაში, სადაც პაპას ძირძველი მიწა-წყალია, ძველი სახლი შეიძინა. იქ სამკვიდრო მიწა გვაქვს. სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. მალე ბებიას (მამის დედა) მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, არანაირ იმედს არ გვაძლევდნენ, რომ გადარჩებოდა. 80-იანი წლები იყო და ექიმ ბებიას ასევე ექიმებმა დარჩენილი დროის გატარება კრისტალურად სუფთა ჰაერზე ურჩიეს. მათი თქმით, რადგან სამი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვიტა, მამაჩემს სოფელში, სუფთა ჰაერზე გადაეყვანა. იქ პაპას ნათესავები ჰყავდა. ართანა მაშინ საკმაოდ გამართული სოფელი იყო, წყალი ჰქონდა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოკლედ, 17 წლის რომ გავხდი, იქ იყო უკვე გამართული სახლი და ბებიას ჰქონდა კარგი მეურნეობა. ის გადარჩა და იცოცხლა იმდენ ხანს, რომ დემეტრე გამაზრდევინა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.