საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირადი ექიმი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ილია მეორეს კორონა ვირუსი აქვს, არ ადასტურებს.
როგორც ცისანა შარტავამ report.ge-ს განუცხადა, პატრიარქს ვირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აქვს.
“რაღაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. ღვთისშეწევნით ჯანმრთელად არის. არანაირი სიმპტომი არ აქვს “,- განუცხადა პატრიარქის ექიმმა report.ge-ს.
ცნობისთვის, თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კორონვირუსი აქვს.