ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანრი ჯოხაძის კონცერტზე, მონაწილეებმა შეასრულეს ცნობილი სიმღერა „სიყვარული დაფრინავს“.
ამ სიმღერაზე „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ, „იფრინა“, რასაც საზოგადოებაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ბაბისადმი სოლიდარობის ნიშნად, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ძველი, 2004 წლის, კლიპი გამოაქვეყნა, სადაც ის ასევე „დაფრინავს“.
„სოლიდარობის ნიშნად, აჰა, შენ😂😂😂😂❤️❤️❤️ აქ 2004 წელია, ხალხნო“, – წერს ბადურაშვილი კირკიტაძესთან მიმართებით.
